მასტერკლასი: "ბალანსის ბორბალი"
დაალაგე შენი ცხოვრება კატეგორიებად, დაადგინე შეფასების კრიტერიუმებით და განსაზღვრე პრიორიტეტები
რას მიიღებ ამ შენაძენით?
ვიდეო ჩანაწერი
90 წუთიანი მასტერკლასი (ჯგუფური სესია) ფოკუსირებულია ამ ინსტრუმენტის სიღრმისეულად შესწავლაზე და პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე. ამ სესიაზე შეძლებ ცხოვრების პრიორიტეტული კატეგორიების გამოყოფას, მათი შეფასების კრიტერიუმების დადგენას და სკალირების მეთოდის გამოყენებას შეფასებისთვის.
სამუშაო ფურცელი და სლაიდები
მე მოგიმზადე წინასწარ დახაზული ბორბალი, რომელიც შეგიძლია ამობეჭდო როგორც სამუშაო ფურცელი და შიგნითვე იმუშაო. ასევე შემდეგ გვერდზე შეძლებ სესიის დროს გამოყენებული სლაიდების ჩამოტვირთვას და სახელმძღვანელოდ გამოყენებას.
შეფასებები:
ძალიან ვისიამოვნე ვორქშოპით და დიდი მადლობა ასე მარტივად და საინტერესოდ ახსნისთვის და ტექნიკის გაცნობისთვის. თავში კიდევ უფრო კარგად დამილაგდა რაღაცები, რაც ვიზუალურად უკეთ დავინახე მთელი ბორბალი. ახლა უკვე სრულად და დეტალურად ვაპირებ შევადგინო 1 თვის ჭრილში. მადლობა! 💖
მაკა, მასტერკლასის მონაწილე
ერთია, რამეს უბრალოდ კარგად აკეთებდე და მეორეა, როდესაც საქმე იმდენად გიყვარს, რომ ყველაფერი ძალიან ორგანულია. ჯგუფურ თუ პირად სესიებზე იმდენად ბევრი ნათურის ანთება გეხერხება, ვერცერთი "მე" რომ ვერ ახერხებს ბნელ კუთხეში მიმალვას და გინდა თუ არა, სრულად ხარ "გამომზეურებული". შენს ყველა შეკითხვას და კომენტარს ისეთ გაცნობიერებებამდე მიყავხარ, აუცილებლად რომ კითხავ საკუთარ თავს "ამას აქამდე როგორ ვხვდებოდიო". და ასეთი ერთი და ორი კი არა, ძალიან ბევრია.
დავითი, მასტერკლასის მონაწილე
მივაგენი იმ ემოციებს თუ შეგრძნებებს რაც მინდა რომ ვიგრძნო ამ პროექტთან დაკავშირებით და ამას გამოვიყენებ სხვა საქმეებთან და ცხოვრების სხვა კომპონენტებთან მუშაობაში.
თათია, მასტერკლასის მონაწილე