
ახალდაშორებულთა სასწრაფო დახმარება
ეს კურსი დაგეხმარება ურთიერთობის დასრულების შემდგომი ემოციური შოკის გადატანაში + ტრავმული გამოცდილების განმავითარებელ და სასწავლო გამოცდილებად გარდაქმნაში.
შენ ახლა გულგატეხილი ხარ, შეიძლება ყოველდღე ტირი ან გაბრაზებულ მესიჯებს სწერ შენს ყოფილ პარტნიორს; ან შეიძლება ურთიერთობა შენი სურვილით დაასრულე და მისგან იღებ ხვეწნა-მუდარის და დაპირებების შეტყობინებებს.
შეიძლება ჯერ კიდევ ისეთ ურთიერთობაში ხარ, სადაც ისტერიული დაშორება და "რომანტიკული" შერიგება ყოველკვირეულ ნორმად იქცა, და ვერ გაგიგია სად მთავრდება სიყვარული და სად იწყება ტოქსიკური ადიქცია.
ანდაც შეიძლება ორივე ცივილურად შეთანხმდით, რომ თქვენს ურთიერთობას ვადა გაუვიდა და ერთმანეთს ყველაფერი მიეცით რისი მიცემაც შეგეძლოთ. თითქოს მშვიდობიანად დაიშალეთ, მაგრამ გული მაინც გტკივა და ბრაზობ, რომ დრო ფუჭად დაკარგე.
ნებისმიერ შემთხვევაში, ემოციური ფონი და გაურკვევლობა პიკზეა.
ვერ ხვდები, რა შეიძლებოდა კიდევ გაგეკეთებინა ამ ურთიერთობისთვის და არ გასვენებს ერთი კითხვა:
შესაძლებელია თუ არა ამ ურთიერთობის გადარჩენა?

რა გელოდება წინ?
ამ კურსის გავლის შემდეგ, ორიდან ერთი სცენარი გელოდება:
-
დასრულებული ურთიერთობის ჯანსაღად აღდგენა და ტოქსიკურობისგან სრული გათავისუფლება,
ან
-
ყოფილის დავიწყება, გულგატეხილობის განკურნება და მომზადება ნამდვილი სიყვარულისთვის.
ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, რომელი სცენარია შენი, რადგან ყველა ადამიანი და, მითუმეტეს - ურთიერთობა, უნიკალური და ინდივიდუალურია.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯანსაღი, გრძელვადიანი ურთიერთობა არის ის შედეგი, რომლის გამოც ახლა ამ ტექსტს კითხულობ, რომელსაც 100%-ით იმსახურებ, და რომლის შექმნაშიც ეს კურსი დაგეხმარება.

ამ კურსის გავლის შემდეგ, პასუხები გექნება კითხვებზე, რომლებიც აქამდე გულს გიღრღნიდა:
-
რატომ დასრულდა ჩემი ურთიერთობა?
-
იყო თუ არა ეს ურთიერთობა ჯანსაღი?
-
როგორია ნამდვილი სიყვარული და რას ნიშნავს ჯანსაღი ურთიერთობა?
-
მზად ვარ თუ არა ჯანსაღი ურთიერთობისთვის?
-
რა მჭირდება იმისთვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობა მქონდეს?
-
როგორ დავიბრუნო ყოფილთან ურთიერთობა, და უნდა დავუბრუნდე თუ არა?
-
შესაძლებელია თუ არა ჩემი უკვე დასრულებული ურთიერთობის გაჯანსაღება? (წინასწარ გეტყვი, რომ - კი!)
-
ახლა რა ვქნა? საიდან დავიწყო?
აქ მხოლოდ მთავარს ვიტყვი:
ჩემი სწავლება დაფუძნებულია იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, რაც ჩემი პირადი ურთიერთობების დროს შევიძინე - იმ დროს, როცა თავს ვგრძნობდი ყველაზე სასოწარკვეთილად, გულგატეხილად და მიტოვებულად.
ამ მოგზაურობაში, სრულიად ტრანსფორმიდა ჩემი რწმენები და შეხედულებები "რომანტიკული სიყვარულის" შესახებ და ის, რასაც ახლა ვასწავლი, ყველა პოპულარული შეხედულებისგან გასნხვავებულია.
მე არ გასწავლი იმას, თუ "როგორ გათხოვდე 90 დღეში", ან "როგორ დაიბრუნო ყოფილი 3 კვირაში".
ამის ნაცვლად, მე გასწავლი ურთიერთობების იოგას:
-
როგორ გახადო სიყვარული შენი სულიერი პრაქტიკა,
-
როგორ მოდუნდე და მიენდო შენს ფემინურ ენერგიას,
-
როგორ გამოიყენო ყველა იმედგაცრუება, გულგატეხილობა, თუ ტრავმა, შენი პერსონალური ზრდისა და გამოღვიძებისთვის,
-
და ამ გზაზე სიარულში იპოვო ნამდვილი სიყვარული.

ეს კურსი გაეშვება აპრილში:
ამ გვერდზე შეგიძლია დარეგისტრირდე მოლოდინის სიაში ფასდაკლებით. როგორც კი კურსი გაეშვება, შენ ავტომატურად მიიღებ დაშვებას კურსზე და მის ყველა მომავალ განახლებაზე. (გაითვალისწინე, რომ ფასი კურსის გაშვებისთანავე აიწევს.)
ეს კურსი დაგიზოგავს თვეების თერაპიას და საათობით კვლევა-ძიებას ურთიერთობების შესახებ.
თუ გაშვებისთანავე აღმოაჩენ, რომ ეს კურსი ის არ არის, რაც შენ გინდოდა, 24 საათში შეგიძლია მოითხოვო გადახდილი ფასის უკან დაბრუნება 100%-იანი გარანტიით.
მეტი უკეთესი რა გითხრა? :)
დააკლიკე დაჯავშნას და დაელოდე ჩემგან იმეილს.
