ENNEAGRAM JOURNEY
პიროვნული განვითარების ინდივიდუალური პროგრამა
ENNEAGRAM JOURNEY - სამ ეტაპიანი პროცესია:
-
კვლევა - დიაგნოსტიკური ინტერვიუ
-
გაცნობიერება - ქოუჩინგური დიალოგი
-
ტრანსფორმაცია - ქოუჩსესიები (დაჯავშნე ცალკე)
1: კვლევა - დიაგნოსტიკური ინტერვიუ
რაოდენობა: 1 სესია
ხანგრძლივობა: 60-90წთ
ეს სესია ღრმა ფსიქოლოგიური კვლევაა შენს პიროვნებაში. ჩემთან ერთად გამოიკვლევ შენს მისწრაფებებს, მოტივაციებს, შიშებს, გატაცებებს, ურთიერთობების სტილს, მიღწევებს, ინტერესებს და სხვა საინტერესო საკითხებს.
სესიის ბოლოს გავარკვევთ და დავასახელებთ შენი პიროვნების ამსახავ უნიკალურ არქეტიპს, რომელიც შედგება მთავარ ტიპის, ქვეტიპის და ინსტინქტური ტიპისგან.
ამ სესიაზე ერთობლივად დავადგენთ პიროვნული განვითარების პროცესში რომელ კონკრეტულ დონეზე ხარ და მიმოვიხილავთ თუ რა პოტენციალი და შესაძლებლობები არსებობს შენი არქეტიპიდან გამომდინარე.
სესიის ბოლოს გექნება შენი პიროვნული განვითარების ზუსტი რუკა და ორიენტირები, რომელიც შეგიძლია შემდეგ სესიაზე გეგმად აქციო.
2: გაცნობიერება
მეთოდოლოგია: ქოუჩინგური დიალოგი
რაოდენობა: 1 სესია
ხანგრძლივობა: 60წთ
ამ სესიაზე იდენტიფიცირებას გაუკეთებ შენს ახლანდელ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და შეაფასებ კონკრეტული ტრანსფორმაციების საჭიროებას სხვადასხვა მიმართულებით.
ამ სესიაზე თავადვე ჩაუღრმავდები, თუ რისი მიღწევა გსურს ცხოვრებაში. აქვე გამოყოფ პრიორიტეტულ სამუშაო საკითხებს და დასახავ კონკრეტულ, გაზომვად, რეალისტურ, რელევანტურ, ეკოლოგიურ, დროში გაწერილ მიზნებს. მიზნების შესაბამისად დაგეგმავ ინტერვენციების სიხშირეს და რაოდენობას.
3: ტრანსფორმაცია
ამ სესიებზე აირჩევ და დაამუშავებ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს შენი ცხოვრებისეული გამოწვევებიდან გამომდინარე.
სიხშირე: რეგულარული, შენი სურვილის და საჭიროების მიხედვით
ხანგრძლივობა: 45-60წთ
-
დაჯავშნე სესიები ცალ-ცალკე
-
დაჯავშნე ერთ თვიანი პროგრამა
ეს რეგულარული სესიები დაეთმობა პიროვნული განვითარების მიზნებზე მუშაობას, კონკრეტული პრაქტიკების, სავარჯიშოების ან გაცნობიერებების შექმნას შენი ცხოვრებისეული გეგმებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
როგორ დავჯავშნო?
☎️ ეს სესია ჩატარდება online - ამავე პლატფორმაზე ვიდეო ზარის სახით. აუცილებელია გქონდეთ გამართული ინტერნეტ კავშირი, და უზრუნველყოთ ვიდეო და აუდიო მხარდაჭერა. საუკეთესო კავშირისთვის გამოიყენეთ კომპიუტერი და ბრაუზერი.
⚠️ ვიდეო კონფერენციის ლინკი მოგივათ იმეილზე. ყურადღებით შეამოწმეთ Spam / Junk ფოლდერი.