ფემინური კოდექსი: განდობა

საკრალიას 3-დღიანი ჯგუფური ონლაინ ვორქშოპი ქალებისთვის

$88

72 საათში გაიგებ კაცების შესახებ იმას, რაც ქალების 95%-მა არ იცის!

  • ხშირად გეჩვენება, რომ კაცები ვერ გიგებენ, არ გისმენენ, ან საერთოდ არ ზრუნავენ შენზე? იქნებ პრობლემა კაცების გულგრილობა კი არა, არამედ ისაა, რომ არასწორად გესმის მათი ენა?

  • დაიღალე იმით, რომ კაცებთან ურთიერთობებში თითქოს ყველაფერს შენ აკეთებ? აღარ გინდა, იყო „ძლიერი“ და სულ მარტო გრძნობდე თავს?

  • რა მოხდება, თუ დაიჯერებ, რომ შენი ძალა და გავლენა არა ხმამაღალ სიტყვებსა და მუდმივ კონტროლში, არამედ რბილ, ფემინურ კომუნიკაციაშია?

რატომ იქცევიან კაცები "ცუდად"?

ანუ რა მექანიზმით ხდება კონფლიქტები ქალებსა და მამაკაცებს შორის

ვორქშოპზე გაგანდობ:

  • კაცების აზროვნების ერთი შეხედვით თითქოს "ამოუცნობ", მაგრამ სინამდვილეში ძალიან მარტივ ალგორითმს;

  • რეალურ მიზეზს, თუ რატომ არ იქცევიან კაცები ისე, როგორც შენ მოელი, ან არ გპასუხობენ მნიშვნელოვან შეკითხვებზე;

  • იმ ნეირო-ფიზიოლოგიურ განსხვავებებს, რომელთა გამოც იქმნება კონფლიქტები ქალებსა და კაცებს შორის და შეძლებ ამ კონფლიქტებზე სასიკეთო გავლენის მოხდენას.

რატომ არ მუშაობს „ძლიერი ქალის“ სტრატეგია?

ბოლოსდაბოლოს, რას წარმოადგენს მდედრობითი და მამრობითი ენერგიები და სად ხარ ამ შკალაზე

ვორქშოპზე გაგანდობ:

  • იმ ერთადერთ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს ყველა შენი ურთიერთობის წარმატებას (და წარუმატებლობას) + როგორ მოახდინო გავლენა ამ ფაქტორზე მამაკაცების მხრიდან მეტი ზრუნვის და ყურადღების მოსაზიდად.

  • 4 კრიტერიუმს, რომლის საშუალებითაც არაჯანსაღ, ფსიქოლოგიურად საშიშ მამაკაცებს დაუყოვნებლივ ამოიცნობ, დროის და ენერგიის ხარჯვის გარეშე + ისწავლი, როგორ დაიცვა თავი მათგან

  • ხარ თუ არა "გომბეშოების მომშენებელი"? ანუ რა სრულიად გაუაზრებელი ქცევებით გადააქცევენ ხოლმე ქალები პრინცებს გომბეშოებად და არა - პირიქით.

როგორ შეიძლება გომბეშოები ვაქციოთ პრინცებად?

მაშინ როცა, რეალობაში სულ პირიქით ხდება... 😩

ვორქშოპზე გაგანდობ:

  • რომელი ორი ჯადოსნური თვისება დაგეხმარება გომბეშოების პრინცებად გადაქცევაში, რომლებსაც უკვე ფლობ, მაგრამ არ ავარჯიშებ;

  • რა პოზიტიური და ნეგატიური გავლენა შეგიძლია გქონდეს კაცებზე და

    რა არის შენი რეალური პასუხისმგებლობა ურთიერთობაში;

  • რომელი ქალური არქეტიპის განსხეულება გჭირდება ამ გავლენის დასაბრუნებლად (მინიშნება -> 👑!);

  • საიდან დაიწყო იმ ყველაფრის გამოსწორება, რაც შენი კონტროლის სფეროშია;

  • რა არის ის ერთადერთი აღთქმა, რომლის დადების შემდეგაც შენი ურთიერთობები კაცებთან აღარასდროს იქნება იგივე.

✨ 3 დღეში მიიღებ სრულიად ახლებური აზროვნების პროგრამას, რომელიც შენს გარშემო მყოფი კაცების ქცევაზე რეალურ გავლენას მოახდენს.

2026 წლის კალენდარი

  • 16-18 იანვარი - რეგისტრაცია დასრულებულია

  • 27 თებერვალი - 1 მარტი - მიმდინარეობს რეგისტრაცია

  • 27-29 მარტი - მიმდინარეობს რეგისტრაცია

  • 24-26 აპრილი - რეგისტრაცია დაიწყება 25 თებერვლიდან

რა უნდა იცოდე, სანამ დარეგისტრირდები?

  • ეს პროგრამა შედგება 3 ინტენსიური ჯგუფური სესიისგან და რეფლექსიური დავალებებისგან:

    პირველ სესიამდე ერთი კვირით ადრე გამოგეგზავნებათ რეფლექსიური დავალება, რომელიც მთელი კვირის მანძილზე უნდა ამუშავოთ (შეგიძლიათ წეროთ, ან იფიქროთ).

    • პირველი სესია: პარასკევი, 7pm (1.5-2სთ).

    მეორე სესიამდე - ახალი პატარა რეფლექსიური დავალება

    • მეორე სესია: შაბათი, 12pm (1.5-2სთ).

    მესამე სესიამდე - ახალი პატარა რეფლექსიური დავალება

    • მესამე სესია + აღთქმის ცერემონია: კვირა 12pm (2.5-3სთ, 10წთ შესვენებით)

    მესამე სესიის შემდეგ - "განდობილების" ტელეგრამის დახურულ ჯგუფში გაწევრიანება და დამოუკიდებელი რეფლექსიების გაგრძელება.

  • სესიების ჩანაწერები არ გამოიგზავნება:

    • ქოუჩინგ-ფორმატის შენარჩუნების და სხვა მონაწილეების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, ჩანაწერები გაკეთდება მხოლოდ პროგრამის საარქივო საჭიროებისთვის და მონაწილეებთან არ გაიგზავნება.

    • ამის გამო სესიებზე ლაივში დასწრება სავალდებულოა.

    • გადაუდებელ შემთხვევებში გაცდენის შემთხვევაში, მონაწილეს საშუალება ექნება შეუერთდეს პროგრამის შემდეგ ნაკადს.

  • რას ნიშნავს "აღთქმის ცერემონია"?

    "აღთქმის ცერემონია" არის პროგრამის ბოლო სესიის დასკვნითი ნაწილი, სადაც მონაწილეები ნებაყოფლობით დებენ აღთქმას, იმ გაცნობიერებების და სწავლების საფუძველზე, რომელიც მიიღეს ამ სამი დღის განმავლობაში.
    "აღთქმა" ერთგვარი რიტუალია, რომელიც აუცილებელია განდობილი ცოდნის რეალური ინტეგრირებისთვის.

  • რიტუალები ცოტა მეუცნაურება, შემიძლია, რომ არ მივიღო მონაწილეობა?

    რიტუალური აღთქმის დადება ნებაყოფლობითია. თუ პროგრამის ბოლოს, რომელიმე მონაწილე არაკომფორტულად იგრძნობს თავს რიტუალთან მიმართებაში, შეუძლია გამოტოვოს მესამე სესიის დასკვნითი ნაწილი.

  • მივიღებ თუ არა რაიმე სერტიფიკატს?

    • ამ კურსზე სერტიფიკატი არ გაიცემა.

    • კურსი გავლილად ჩაითვლება სამივე სესიაზე დასწრების და დავალებების შესრულების შემდეგ.

  • "განდობილების" სამყაროში შებიჯება:

    • პროგრამის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, გაწევრიანდები დახურულ ტელეგრამის ჯგუფში, რომელიც ამ პროგრამის ყველა ნაკადის კურსდამთავრებულებს ანუ "განდობილებს" გააერთიანებს.

    • ამ ჯგუფში ასევე ატვირთული იქნება პროგრამის ის მასალები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში და პრაქტიკაში გამოგადგება.

ვინ წაიყვანს პროგრამას?

მე მარიამი ვარ, საკრალიას მენტორი 🙋🏻‍♀️ სამგზის სერტიფიცირებული, ICF-ის წევრი და ACC აკრედიტებული ბიზნეს/Life ქოუჩი, სტრატეგიის კონსულტანტი და NLP პრაქტიკოსი.

რეგისტრაციისას გაითვალისწინეთ:

  • პირველ 6 ჯავშანზე მოქმედებს -25% ფასდაკლება

  • ფასდაკლების მისაღებად უნდა გამოიყენოთ კოდი: gandoba

  • ამ პროგრამაზე განსაზღვრულია მხოლოდ 16 ადგილი.

Profile picture

✨ განდობა: ფემინური კოდექსი

Group Session

$88