ეს უფასო პროგრამა ემსახურება საქართველოს HR პროფესიონალების მხარდაჭერას შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული აზროვნების განვითარების მხრივ. 🚀
ამ სესიის ბოლოს შენ გექნება:
-
მკაფიოდ ფორმულირებული მიზანი,
-
უნიკალური მიგნებები მიზნის მიღწევის სტრატეგიასთან დაკავშირებით,
-
პროგრესის გაზომვის კრიტერიუმები,
-
და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მიხვიდე სასურველ შედეგამდე.
რაზე ვმუშაობთ?
♟️ HR სტრატეგია
როცა მომდევნო წლის სტრატეგიაზე მუშაობა დასაწყები გაქვს და ამისათვის დროის გამოყოფას ვერ ახერხებ, მე და შენ ამ თემას ერთად დავამუშავებთ, ხოლო თანამშრომლებს ეტყვი, რომ "შეხვედრა გაქვს" და ხელს ვერავინ შეგიშლის. :)
🚀 ორგანიზაციული განვითარება
როცა ორგანიზაციული განვითარების საკითხზე გინდა იმსჯელო და კარგი მსმენელი გჭირდება, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან კითხვებსაც დაგისვამს და ამით შენს იდეებს უფრო მკაფიოს გახდი.
📊 ჩართულობის ან სხვა HR მეტრიკების ზრდა
თუ რომელიმე კონკრეტული HR მეტრიკის გაზრდას ისურვებდი და გინდა მოიფიქრო, ზუსტად როგორ დაგეგმო ეს ყველაფერი, ამ სესიაზე ამ საკითხს გავივლით.
🎯 HR ოპერაციების დაგეგმვა
როცა ყველაფერი მკაფიოდ გაქვს წარმოდგენილი, მაგრამ სტრატეგიის კონკრეტულ განხორციელებად გეგმად გადათარგმნა არ გაწყენდა. ამ სესიაზე ჩამოწერ და გაიაზრებ ყველა დეტალს.
სესიის დაჯავშნის პირობები:
⌛️ სესია გრძელდება 30 წუთს და სრულიად უფასოა. ამ ფორმატში კვირაში ერთი სესიის დაჯავშნა შეგიძლია.
🗓️ ამ პროგრამის სესიებისთვის გამოყოფილი მაქვს ყოველი ოთხშაბათი და პარასკევი, 14:00-18:00 პერიოდი. სხვა დროს ან სხვა ფორმატში ჩემთან სამუშაოდ, გთხოვთ, პირადად დამიკავშირდეთ.
☎️ ეს ქოუჩსესია ჩატარდება online - ამავე პლატფორმაზე ვიდეო ზარის სახით. აუცილებელია გქონდეს გამართული ინტერნეტ კავშირი, და უზრუნველყო ვიდეო და აუდიო მხარდაჭერა. საუკეთესო კავშირისთვის გამოიყენე კომპიუტერი და ბრაუზერი.
⚠️ ვიდეო კონფერენციის ლინკი მოგივა იმეილზე. ყურადღებით შეამოწმე Spam / Junk ფოლდერი.
ჩემ შესახებ:
მე მარიამი ვარ, 🙋🏻♀️ სამგზის სერტიფიცირებული, ICF-ის წევრი და ACC აკრედიტებული ბიზნეს/Life ქოუჩი, სტრატეგიის კონსულტანტი და NLP პრაქტიკოსი.
👩🏻🎓 ასევე ვარ კომუნიკაციების მაგისტრი და მარკეტინგის კონსულტანტი 15+ წლიანი მენეჯერული გამოცდილებით კორპორატიულ ბიზნესში - მედიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საბანკო, სამშენებლო და საკონსულტაციო ინდუსტრიებში.
🚀 ჩემს კლიენტებს შორის არიან ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები, მცირე და საშუალო მეწარმეები, სხვადასხვა კომპანიების CEO-ები, და ქართული კომპანიების HR მენეჯერები.
☯️ ჩემი ქოუჩინგის სტილზე გავლენა მოახდინა სამხ.აღმ. აზიაში და ავსტრალიაში რამდენიმე წლიანმა მოგზაურობამ, აღმოსავლურმა ფილოსოფიამ და მედიტაციის 5000+ საათიანმა გამოცდილებამ.
🍃 ჩემი სესიები ფოკუსირებულია ადამიანის ჰოლისტურად აღქმაზე, სულიერ სამყაროზე, ცნობიერებაზე, იდენტობაზე, თვითაქტუალიზაციაზე და ცხოვრების ტრანსფორმაციაზე.