ნეიროგრაფიკა საქართველოსთვის - არტ თერაპიის ვორქშოპი
ნეიროგრაფიკა - ეს არის ტრანსფორმაციული არტ-თერაპიის მეთოდი, რომლითაც ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოწვევის დამუშავება და გარდაქმნა შეგიძლია.
Sold out
No dates available
4 hours session
აღრმავებს ცნობიერებას
ხატვის პროცესში, ცნობიერების ზედაპირზე თემასთან დაკავშირებული, თუმცა აქამდე გაუცნობიერებელი უამრავი საკითხი ამოტივტივტება. მათი გაცნობიერება და დაკვირვება კითხვებზე პასუხებს გაპოვნინებს.
გარდაქმნის ფსიქოლოგიურ ბლოკებს
შენს მიერ დახატული სხვადასხვა ფიგურები და სპეციალური ნეიროხაზები შენს ნერვულ სისტემაში ააქტიურებს იმ თემას, რომელზე მუშაობასაც გადაწყვეტ.
ფურცელსა და შენს ფსიქიკას შორის მყარდება ტრანსულ-მეტაფორული კავშირი, რომლის საშუალებითაც ამ ხაზების და ფიგურების ჰარმონიზაციით შენს ცხოვრებისეულ საკითხშიც შეგაქვს ჰარმონია.
გავსებს სიხარულით
ნეიროგრაფიკა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომელიც ერთდროულად სასარგებლო, სახალისო და საინტერესოა. ამ ვორქშოპზე შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით, შეგიძლია სახლშიც დამოუკიდებლად იმუშავო თერაპიული მიზნით, თუმცა ნეიროგრაფიკული ტექნიკით ხატვა მხოლოდ ესთეტიკური მიზნითაც საოცრად ამშვიდებს და ადუნებს ნერვულ სისტემას.
საფასური და დეტალები
ამ ვორქშოპზე შეისწავლი ნეიროგრაფიკული არტ თერაპიის საბაზისო პროცესს და ტექნიკურ კომპონენტებს. ამ ცოდნით სახლშიც შეძლებ დამოუკიდებელ მუშაობას.
ადგილზე ერთად ვიმუშავებთ საქართველოს გაერთიანების ჩემს მიერ შექმნილი ალგორითმით, რომელიც ქვეყანაში არსებული სიტუაციასთან გამკლავებაში მოგვეხმარება.
ვორქშოპის ბოლოს თან წაიღებ უამრავ ახალ გაცნობიერებას, ნეიროგრაფიკის საბაზისო თეორიას და ტექნიკას, და შენი საკითხის ამსახველ ულამაზეს ნეიროგრაფიკულ ნამუშევარს, რომელიც ვიზუალიზაციის სამუშაოებისთვის გამოგადგება.
დასწრების ღირებულება: შემოწირულობით
თქვენი შემოწირული თანხები მოხმარდება სამხატვრო მასალების მინიმალური ხარჯების დაფარვას, ხოლო დანარჩენი გადაირიცხება ნანუკას ფონდში.
-
გადახდა შესაძლებელია ადგილზე ან ბარათით ამავე გვერდიდან Stripe-ის საშუალებით.
-
შესაძლებელია საბანკო გადმორიცხვით გადახდაც, რისთვისაც რეგისტრაციამდე წინასწარ მომწერეთ.
-
ეს არის ნახევარდღიანი ჯგუფური ვორქშოპი, რომელიც გაგრძელდება 4 საათის განმავლობაში.
-
ვორქშოპზე დაგხვდებათ ყველა საჭირო მასალა და ინსტრუმენტი ნეიროგრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად;
-
შეკრების ლოკაციას და სხვა მოსამზადებელ ინფორმაციას რეგისტრაციის შემდეგ იმეილით მიიღებთ.
ჩემ შესახებ:
🙋🏻♀️ მე მარიამი ვარ - ICF აკრედიტებული სტრატეგიის ქოუჩი და ლიცენზირებული NLP პრაქტიკოსი (🎓 ICF, EMCC, NLPU) პრაქტიკის 300+ საათით პიროვნული ტრანსფორმაციის პრაქტიკების მიმართულებით.
👣 პიროვნული და სულიერი განვითარებით მას შემდეგ დავკავდი, რაც 2017 წელს კორპორატიულ მარკეტინგში 15 წლიანი წარმატებული კარიერა გადაწვის და დეპრესიის გამო დავტოვე. იქიდან მოყოლებული, 100%-ით ფოკუსირებული ვარ თვითგანვითარებაზე და ჩემს მიერ აღმოჩენილი საუკეთესო მეთოდების სხვებისთვის გაზიარებაზე.
🍃 ჩემი სესიები ფოკუსირებულია ადამიანის ჰოლისტურად აღქმაზე, სულიერ სამყაროზე, ცნობიერებაზე, იდენტობაზე, თვითაქტუალიზაციაზე და ცხოვრების ტრანსფორმაციაზე.
☯️ ჩემი მუშაობის სტილზე უდიდესი გავლენა მოახდინა სამხ.აღმ. აზიაში და ავსტრალიაში რამდენიმე წლიანმა მოგზაურობამ, იოგამ, აღმოსავლურმა ფილოსოფიამ და ვიპასანა მედიტაციის 5000+ საათიანმა გამოცდილებამ.