
🚀 Scaling Up: გაფართოება 28 დღეში
გაზარდე შენი ბიზნესი და გაიფართოვე სტრატეგიული ხედვა 28 დღეში Scaling Up-ის რევოლუციური მეთოდოლოგიით.
4
Private sessions
1 hour each
Private messaging
როგორ ფიქრობ, რა საერთო აქვთ კომპანიებს 5, 28, 244 და 1246 თანამშრომლით?
მხოლოდ ის, რომ ეს ოთხივე ზრდის "პრობლემურ ეტაპზე" იმყოფება.
ორგანიზაციების სასიცოცხლო ციკლში არსებობს “ბუნებრივი ზრდის” და “პრობლემური” ეტაპები.
“ბუნებრივი ზრდის” კლასტერში, კომპანიები მარტივად და უპრობლემოდ ვითარდებიან. მათ სრულიად საკმარისი კლიენტები, თანამშრომლები, შემოსავლები და სხვა რესურსები აქვთ. მენეჯმენტი ადვილია, სტრუქტურა ჩამოყალიბებული.
თუმცა, ნელ-ნელა, თანამშრომლების, კლიენტების, შემოსავლების რაოდენობის ზრდასთან ერთად იმატებს კომპლექსურობა კომუნიკაციაში და გადაწყვეტილებების მიღებაში, რასაც ხშირად მოჰყვება ხოლმე შიდა ორგანიზაციული ქაოსი და წინააღმდეგობები.
სწორედ აქ იწყება “პრობლემური ეტაპი”, რომლის დროსაც:
-
უბრალო დავალებების შესრულებასაც კი დიდი დრო სჭირდება;
-
თავს იჩენენ პრობლემები, რომლებიც გეგონა, რომ უკვე აქამდე მოგვარებული იყო;
-
მარტივი გადაწყვეტილების მიღების დროსაც კი გეჩვენება, რომ “გაიზარდე, მაგრამ არასაკმარისად დიდი ხარ”.

როგორ გრძნობენ თავს ორგანიზაციები პრობლემურ კლასტერში?
უკეთეს შემთხვევაში, გაჭედილად და არაკომფორტულად, ხოლო უარეს შემთხვევაში - ყოფნა-არყოფნის ზღვარზე.
“პრობლემური კლასტერები” ის სამკვდრო-სასიცოცხლო ზონებია, სადაც კომპანიების უმეტესობა არსებობას ამთავრებს, კოტრდება, ან იყიდება;
მცირე ნაწილი კი - პოზიტიურად ტრანსფორმირდება და ზრდის შემდეგ ეტაპზე გადადის.
ხშირად ორგანიზაციების ლიდერები შეცდომას იმაში უშვებენ, რომ ისინი წინა ეტაპების ცოდნის და გამოცდილების გამოყენებას ცდილობენ ახალ ეტაპზე გადასასვლელად, რაც არ მუშაობს!
“ჩვენ ვერ გადავჭრით პრობლემას იგივე აზროვნებით, რომლის საფუძველზეც ის წარმოიშვა” - ალბერტ აინშტაინი
🚀 Scaling Up-ის მეთოდი მოგცემს:

მკაფიო ხედვას
ზუსტად დაინახავ, რა გაკლია ზრდის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რა ნაბიჯების გადადგმა გჭირდება და ვისი მხარდაჭერა გამოგადგება ყველაზე მეტად.
რა მიმართულებებზე ხარჯავ ზედმეტ დროს და ენერგიას, და რა მიმართულებები მოგცემს იმ 80/20 შედეგს, რომელიც ასე აუცილებელია შემდეგი მასშტაბირებისთვის.

ტრანსფორმაციას 28 დღეში
შემდეგი 1 თვის განმავლობაში მოგიწევს პასუხი გასცე ერთი შეხედვით არაკომფორტულ, მაგრამ შენი ბიზნესის ზრდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემასაც აქამდე სამომავლოდ დებდი.

გუნდის მოტივაციის ზრდას
ამ პროგრამის დასრულების შემდეგ შენი გუნდის მოტივაცია და ჩართულობა ისე გაიზრდება, რომ გუნდის წევრები სტრატეგიას აქეთ შემოგთავაზებენ.
როგორ მუშაობს პროგრამა
დარეგისტრირდი
პროგრამაში 4x 1 საათიანი სესია შედის, რომლებიც რეგისტრაციის დასრულებისთანავე შეგიძლია ჩანიშნო კალენდარში. პროგრამა შეგიძლია დაიწყო და დაასრულო ნებისმიერ დროს, თუმცა ყველაზე ეფექტური და მოკლე ვადა 4 კვირა / 28 დღეა.
ჩანიშნე სესიები
სასურველია კვირაში ერთი სესია, ერთი და იგივე დღეს. კლიენტების უმეტესობა ორშაბათობს არჩევს კვირის სტრატეგიული აზროვნებით გახსნისთვის. ყველა სესიის კალენდარში ავტომატურად ჩაგიჯდება და შეხსენებებს იმეილით და SMS- ით მიიღებ.
მოემზადე ზრდისთვის
ბიზნესის გაფართოება პირდაპირ არის დამოკიდებული მისი მფლობელის და მმართველის ცნობიერების გაფართოებაზე. ბიზნესის მასშტაბირება ღრმა სულიერი, ფსიქოლოგიური და ენერგეტიკული სამუშაოა. მოემზადე პიროვნული ზრდისა და ტრანსფორმაციისთვის.
უკუკავშირები
"საკმაოდ საინტერესო იყო, დასაწყისში ვერ ვხედავდი კონკრეტული საკითხის სურათს, ბოლოს უკვე მზად მაქვს გეგმა თუ რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა გავაკეთო, რა ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი, რა გამოწვევები მელოდება და როგორ უნდა გავიარო ეს გამოწვევები."
გიორგი ქ. - CEO/Founder
"I felt comfortable during the coaching season. In the end, I know more about myself and I can make clear decisions I didn't know before."
ირაკლი ვ. - CEO
"სულ რაღაც 30 წუთიანი სესია ჩავატარეთ და თვალები გამინათდა. თავდაჯერებულობა მომემატა და შესაბამისად ძალა რომ პირდაპირ ქმებედებებზე გადავიდე, ნაბიჟები გადავდგა. მარიამთან სესია დამეხმარა რომ ჩემი შიდა და გარე რესურსები წინ წამომეწია დამენახა, მიზნებისკენ მიმავალი გზა უფრო განათებულიყო <3 მადლობა დიდი"
ეთერი ს. - მცირე მეწარმე
"დიდი მადლობა მარიამს იმისთვის, რომ ზუსტად 32 წუთში დამეხმარა ჩემი მიზნის მიღწევისთვის საჭირო გეგმის ჩამოყალიბებაში. წარმატებები!"
ანა ვ. - HRBP
"ერთია, რამეს უბრალოდ კარგად აკეთებდე და მეორეა, როდესაც საქმე იმდენად გიყვარს, რომ ყველაფერი ძალიან ორგანულია. ჯგუფურ თუ პირად სესიებზე იმდენად ბევრი ნათურის ანთება გეხერხება, ვერცერთი "მე" რომ ვერ ახერხებს ბნელ კუთხეში მიმალვას და გინდა თუ არა, სრულად ხარ "გამომზეურებული". შენს ყველა შეკითხვას და კომენტარს ისეთ გაცნობიერებებამდე მიყავხარ, აუცილებლად რომ კითხავ საკუთარ თავს "ამას აქამდე როგორ ვხვდებოდიო". და ასეთი ერთი და ორი კი არა, ძალიან ბევრია. რასაც საბოლოო ჯამში იმ დიდ კომპლექსურობასთან მიყავხარ, რომლის დაშლა და მერე მათზე "ბატონობაც" გაცილებით მარტივი ხდება."
დავით ნ. - მარკეტინგის ჰედი
"მადლობა მარიამს, ძალიან საინტერესო იყო, სწორად დასმული კითხვებით. აუცილებლად გამოვიყენებ მიზნის მიღწევის იმ ტექნიკებს, რაც მარიამმა გამიზიარა. რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პროფესიული მიზნების მიღწევაში ძალიან დამეხმარება."
ელენე



